ეს რუსული კანონია - დეგნანი "ხალხის ძალია" კანონპროექტზე

24.02.23 17:50
ეს რუსული კანონია - დეგნანი "ხალხის ძალია" კანონპროექტზე

"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ამერიკის ელჩი რუსულს უწოდებს. 

კელი დეგნანი ამბობს, რომ მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა

ეს კანონპროექტი რუსული კანონია. მისი მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა, გამიზნულია განსხვავებული ხმების გასაჩუმებლად. ეს კანონი იმ ქართველებს შეაჩერებს, ვინც ქართველებს ეხმარებიან მათი თემის, საზოგადოების გაუმჯობესებაში. ეს კანონი შეუჩერებს, მაგალითად იურიდიულ დახმარებას იმ ქართველებს, ვისაც ეს სჭირდებათ. ეს კანონი შეაჩერებს დამოუკიდებელ საცხოვრებელ სისტემებს, რომლებიც მუშაობენ ადგილობრივ ხელისუფლებებთან ერთად, რათა მიაწოდონ დახმარება იმ ოჯახებს, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახის წევრები ჰყავთ, ვისაც სჭირდებათ მხარდაჭერა, რომლის უზრუნველყოფაც ხელისუფლებას ახლა არ შეუძლია. ეს კანონი ხელს შეუშლის სამედიცინო კვლევებს, რომელსაც ნაწილობრივ აფინანსებენ დონორები და ქართული უნივერსიტეტები, ეს კანონი შეაჩერებს ტურიზმის სააგენტოებს, ბიზნეს ასოციაციებს, ფერმერთა ასოციაციებს, შეაჩერებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც მუშაობენ კლიმატის ცვლილების საკითხებზე - მათი სია, ვისზეც ამ კანონს გავლენა ექნება გრძელია. და ჩემი კითხვაა: საერთოდ სჭირდება საქართველოს ეს კანონი?