ასეთი შეიარაღებით, უკრაინელი ხალხის ასეთი გმირობით, ასეთი მეგობრობით, უკრაინა გაიმარჯვებს - რუსლან სტეფანჩუკი

24.02.23 17:40
ასეთი შეიარაღებით, უკრაინელი ხალხის ასეთი გმირობით, ასეთი მეგობრობით, უკრაინა გაიმარჯვებს - რუსლან სტეფანჩუკი

"უკრაინის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს"- ამის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარემ გმირთა მემორიალთან განაცხადა, სადაც ომში დაღუპული ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა. 

რუსლან სტეფანჩუკმა საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის გადაუხადა. 

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გზავნილი პრეზიდენტებისგან, საპარლამენტო დელეგაციებისგან, რომ მათი სურვილია ყველაფერი უკრაინის გამრჯვებით დასრულდეს. უკრაინის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, იმ ჯარისკაცებს, ვინც ახლა ფრონტის ხაზზე დგანან და იცავენ სამშობლოს. მადლობა მინდა გადავუხადო იმ საპარლამენტო დელეგაციებს, 40-ზე მეტი საპარლამენტო დელეგაციაა ახლა კიევში. ეს არის დემონსტრირება იმის, თუ რას ნიშნავს საპარლამენტო მეგობრობა. ეს არის დემონსტრირება იმის, თუ რას ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეიარაღებული ძალებით, უკრაინელი ხალხის ასეთი გმირობით, ასეთი მეგობრობით, უკრაინა გაიმარჯვებს", - ამბობს რუსლან სტეფანჩუკი. 

ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები, ამ წუთებში ირპენში არიან, ადგილზე, სადაც რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დახვრიტა და საერთო სამარხებში დამარხა. 

ადგილზე ბრიტანელი, იტალიელი, ესპანელი, ფრანგი, პარლამენტარების გვერდით  არ არიან  საქართველოს მმართველი  პარტიის დეპუტატები. თუმცა არიან ოპოზიციის ლიდერები საქართველოდან.