თავისუფლება და მშვიდობა მიიღწევა სწორედ იმ გამბედაობით, რაც უკრაინას აქვს - ელენე ხოშტარია

24.02.23 18:00
თავისუფლება და მშვიდობა მიიღწევა სწორედ იმ გამბედაობით, რაც უკრაინას აქვს - ელენე ხოშტარია

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ირპენში იმყოფება, იქ, სადაც რუსეთის დამანგრეველი ძალა ძალიან თვალშისაცემია.

ხოშტარია ამბობს, რომ ის შემართება, რაც უკრაინელებს აქვთ, აუცილებლად მიიყვანთ გამარჯვებამდე და სწორედ უკრაინის ომი გვასწავლი, რომ თავისუფლება და მშვიდობა ასეთი გამბედაობით მიიღწევა. 

"აქ ჩანს რუსეთის დამანგრეველი ძალა. მაგრამ, ყველაზე ძალიან რაც თვალშისაცემია, ეს არის შემართების ძალა აქაური ხალხის. აქაურობის მოვლის, აშენების, დაბრუნების. მოსახლეობის 80% აქ უკვე დაბრუნებულია, ევროპიდან ჩამოვიდნენ და უვლიან თავის მხარეს. ეს შემართება არის სწორედ ის, რაც უკრაინას მიიყვანს შემართებამდე. ჩვენ ძალიან ბევრს გვასწავლის უკრაინის ომი, რომ თავისუფლება და მშვიდობა მიიღწევა სწორედ იმ გამბედაობით, რომელსაც ჩვენ აქ ვხედავთ. ასე შენდება და ასე მოიპოვება თავისუფლებაც და მშვიდობაც", - ამბობს ელენე ხოშტარია.

ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები, ამ წუთებში ირპენში არიან, ადგილზე, სადაც რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დახვრიტა და საერთო სამარხებში დამარხა. 

ადგილზე ბრიტანელი, იტალიელი, ესპანელი, ფრანგი, პარლამენტარების გვერდით  არ არიან  საქართველოს მმართველი  პარტიის დეპუტატები. თუმცა არიან ოპოზიციის ლიდერები საქართველოდან.