ხმაურიანი გამოსახლება არდაზიანის ქუჩაზე - გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო
პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს სპეციალური საგამოძიებო საქმსახური სწავლობს.
საქმე ეხება, თბილისში, არდაზიანის ქუჩაზე მცხოვრები ლაშა გიგაურის ოჯახის გამოსახლების საქმეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 თებერვალს გიგაურების მრავალშვილიანი ოჯახი საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლეს. ასევე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც.