ითქვა ყველაფერი პირდაპირ და მკაფიოდ - დიდი დიპლომატიური სკანდალი "ოცნებასა" და უკრაინას შორის
დიდი დიპლომატიური სკანდალი "ოცნებასა" და უკრაინას შორის - "ქართული ოცნების" ცალკეული დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე" - განაცხადა რამდენიმე საათის წინ, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
თუ აქამდე კასიანოვი ცდილობდა, "ოცნებასთან" დიპლომატიური ენით ესაუბრა, დღეს ყველაფერს თავისი სახელი პირდაპირ და შელამაზების გარეშე დაარქვა.
"უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის უმოქმედობით" - ამბობს დიპლომატი.
ყველაზე მძიმე მოსასმენი უკრაინისთვის სავარაუდოდ ირაკლი კობახიძის განცხადება აღმოჩნდა "ომში რუსეთის წარმატების შესახებ". კიევში კობახიძის ეს სიტყვები არ გაკვირვებიათ, რადგან კარგად ახსოვთ, შავი დღეები მისი პოლიტიკური წარსულიდან, როცა პარალამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ საკუთარი სურვილით თავმჯდომარის სკამი გავრლიოვს დაუთმო.
კასიანოვმა დღეს კობახიძეს ფაქტობრივად უთხრა, რომ ამ ფაქტის შემდეგ ის "ქართველი პოლიტიკოსი" აღარ არის.