"ხელისუფლებამ იზოლაციაში მოიქცია თავი" - პრეზიდენტმა "ქართული ოცნება" ამხილა

24.02.23 20:57
"ხელისუფლებამ იზოლაციაში მოიქცია თავი" - პრეზიდენტმა "ქართული ოცნება" ამხილა

საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთი მძიმე განცხადება "ქართული ოცნებისთვის" - სალომე ზურაბიშვილის ბრალდებებს დღეს მთელი  დიპლომატიური კორპუსი ისმენდა.   "ვწუხვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იზოლაციაში მოიქცია თავი" - ასე შეაფასა პრეზიდენტმა მმართველი გუნდის ე.წ. ნეიტრალიტეტი უკრაინასთან მიმართებაში.

ის რომ დღეს კიევში საქართველოს ხელისუფლების დელეგაცია არ იმყოფება, მიუღებელია ზურაბიშვილისთვის. პრეზიდენტის კრიტიკას კი მის გვერდით მდგომი პარლამენტის თავმჯდომარეც ისმენდა. 

პაპუაშვილს ტრიბუნიდან არ უპასუხია, თუმცა პარლამენტის სპიკერი უცხოელ სტუმრებს არწმუნებდა, რომ საქართველომ არაფერში დაიხია უკან უკრაინის მხარდაჭერისთვის. თუმცა პრეზიდენტის მწვავე კრიტიკა  მძიმე მოსასმენი არა მხოლოდ შალვა პაპუაშვილისთვის იყო. "ქართული ოცნებას" დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს მაღალი ტრიბუნიდან, რომ ხელისუფლების არჩევანი ქართველი ხალხის არჩევანი არ არის.