მხარდაჭერა ქართველი ხალხის სახელით - ქართული დროშა რადაში
"ოცნების" გადაწყვეტილების მიუხედავად, დღეს რადაში ქართული დროშა მაინც ფრიალებდა. მხარდაჭერა უკრაინას მაინც გამოვუცხადეთ. ომის წლისთავზე ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოს სახელით ისხდნენ იქ, სადაც მსოფლიო ლიდერები. რადას შემდეგ კი იყო ბუჩა და ირპენი, ის ქალაქები, სადაც რუსული სისასტიკის კვალი ამ დრომდე რჩება.
"ოცნება" კიევში არ ჩავიდა. საქართველოს ხელისუფლების დემარში კი უკრაინელების მაღალჩინოსნების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ამიტომ დღეს ოპოზიციას მოუწია, ოფიციალური კიევისთვის ეთქვა, რომ საქართველოს მთავრობისა და მოქალაქეების აზრები ერთამენთს არ ემთხვევა.
ქართველმა ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა და ახლა უკრაინის გვერდით დგანან.
რა ხდება კიევში, რა განცხადებები გააკეთეს ქართული ოპოზიციის ლიდერებმა და უკრაინის ხელისუფლების წევრებმა? რუსუდან დუმბაძე კიევიდან: