ორშაბათიდან პერმანენტული აქციები იწყება

24.02.23 20:32
ორშაბათიდან პერმანენტული აქციები იწყება

ორშაბათიდან, 27 თებერვლიდან ქვეყანაში პერმანანტული აქციები იწყება - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე უკრაინის სოლიდარობის აქციაზე აკია ბარბაქაძემ განაცხადა.

მან პოლიტიკურ პარტიებს შეკრებისკენ მოუწოდა: 

 საბჭოში შემოვა ყველა აქ მყოფი პარტია. „ნაციონალური მოძრაობა”, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი. ყველა პარტიას დაველაპარაკებით ძალა ერთობაშია. მონობა უნდა დასრულდეს"- თქვა ბარბაქაძემ. 

მისი თქმით, "ძალიან ცოტაა გასაკეთებელი, ძალიან ადვილია ამ ძალის (ქართული ოცნების) გაშვება, "რუსეთი დამარცხებულია,  შეშინებულია, პუტინი კი სად დაიმალოს ჯურღმულში, იმას ფიქრობს".

ორშაბათს არ უნდა დავიღალოთ, უნდა გამოხვიდეთ, მეტი არაფერია საჭირო. უნდა გამოხვიდეთ, დადგეთ და მოითხოვოთ და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს თქვენთვის, გავაკეთებთ იმას, რაც თქვენ გინდათ, თქვენ გექნებათ ღირსეული ცხოვრება... თქვენ ხელშია ძალაუფლება, რასაც თქვენ იტყვით, ის გაკეთდება, ორშაბათიდან ვიწყებთ მოძრაობას, ძალიან მარტივია ამათი დასრულება. დასრულდებიან თავისით, გამოხვალთ ამდენი? - სამ დღეში დასრულდებიან, გამოხვალთ ნაკლები - ერთ კვირაში, მაგრამ მაინც დასრულდებიან”, - განაცხადა ბარბაქაძემ.