აუცილებლად მოგთხოვთ პასუხს მოკლული ლექსო ლაშქარავასთვის! - ეკა მიშველაძე ხელისუფლებას

24.02.23 22:14
აუცილებლად მოგთხოვთ პასუხს მოკლული ლექსო ლაშქარავასთვის! - ეკა მიშველაძე ხელისუფლებას

"აუცილებლად მოვა დრო, როცა ჩვენ ამათ (ხელისუფლებას) მოვთხივთ პასუხს მოკლული ლექსო ლაშქარავასთვის"- ამის შესახებ "ტვ პირველის" ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ პარლამენტთან მიმდინარე სოლიდარობის აქციაზე განაცხდადა. 

მან სამარცხვინო უწოდა საქართველოს ხელისუფლების ლიდერების მიერ უკრაინის მისამართით გაკეთებულ განცხადებებსა და ქმედებებს. 

ჟურნალისტი ამბობს, რომ "საქართველოს "სამარცხვინო" ხელისუფლება ტერორისტი რუსეთის გვერდით დგას": 

"მოვთხოვთ პასუხს, საქართველოს მომაკვდავი მესამე პრეზიდენტისთვის. მოვთხოვთ პასუხს უკანონოდ დაკავებული ნიკა გვარამიასთვის. მოვთხოვთ პასუხს, ლუკმა პურის საშოვნელად ემიგრაციაში გადახვეწილი ასი ათასობით მოქალაქისთვის, მოვთხოვთ პასუხს დანგრეული გელათისთვის, იმისთვის მოვთხოვთ პასუხს, რომ უნდათ, ვიყოთ რუსეთის ნაწილი და არა ევროპული ოჯახის ნაწილი. მაგრამ, ჩვენ ამ თავისუფლებას მოვიპოვებთ"- თქვა ეკა მიშველაძემ. 

სიტყვით გამოსვლამდე ჟურნალისტმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილებს თავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა: 

Слава Україні! საქართველოს გაუმარჯოს. დღეს თუ არ ხარ უკრაინაში, უნდა იყო აქ, ამ მოედანზე. ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. მებრძოლ, თავისუფლების მოყვარე ხალხთან ერთად. ვისაც არ გინდათ ეს ქვეყანა იყოს ჭაობში. ვისაც არ გინდათ, აქ რომ სხედან იმათ ("ქართული ოცნება") ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანონ. ხელისუფლებამ, რომელიც დღეს არც უკრაინაშია და არც აქ არის თქვენს გვერდით, იმიტომ რომ ეშინია. მათ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გადაწყვიტეს, რომ უღალატონ ამ ქვეყანას, გიღალატოთ თითოეულ თქვენგანს"- თქვა მიშველაძემ.