კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შემაშფოთებელია - ჯოზეფ ბორელი
შემოთავაზებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შემაშფოთებელია- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადებაშია ნათქვამი.
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფაქტობრივად პირდაპირ ეუბნება, რომ თავის დროზე ფაშისტური რეჟიმის წინაღმდეგ ამოქმედებული კანონი ახლა ევროპული გაერთიანებისთვის მიუღებელია და არცერთ ჰუმანურ და დემოკრატიულ ნორმას არ ერგება. კანონი განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის, საქართველოსთვის გადმოცემული 12 ევროპული პირობიდან ორს - მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესახებ.