ღარიბაშვილი დუმილის რეჟიმშია - კოჯორში, იუნკერების მემორიალთან მისული პრემიერი კითხვებს გაექცა

25.02.23 11:05
ღარიბაშვილი დუმილის რეჟიმშია - კოჯორში, იუნკერების მემორიალთან მისული პრემიერი კითხვებს გაექცა

ირაკლი ღარიბაშვილმაა დღეს დუმილი აირჩია. კოჯორში იუნკერების მემორიალთან მისული პრემიერ მინისტრი კითხვებს გაექცა. 

უკრიანაზე გუშინდელი თავდასხმის შემდეგ, მთვრობის მეთაურმა საჭიროდ არ ჩათვალა, რომ ახნა-განმარტებები გაეკეთებინა. არაფერი თქვა, არც უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელის მწვავე კრიტიკასა და ახალ დიპლომატიურ სკანდალზე, რომელშიც "ქართული ოცნება" გაეხვა. 

საქართველოს ხელისუფლების პირველი პირეები დილიდაან კოჯორშიი მიდიან. დღეს 25 თებერვალია, 102 წელი საბჭოოთა ოკუპაციიდან. ზუსტად 102 წლის წინ, ამ დღეს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად გამოაცხადეს. ოკუპაციამ 70 წელი გასტანა.  საბჭოთა ოკუპაციიდან საუკუნეზე მეტი გავიდა,  თუმცა დღესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტიი რუსეთს აქვს მიტაცებული.