გმირების ხსოვნის წინაშე, ვალდებულები ვართ, ეს ვითარება ჩვენი თავისუფლების გასამტკიცებლად გამოვიყენოთ - ბოკერია
იუნკერების გმირთა მემორიალთან მისული "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ამ გმირების ხსოვნის წინაშე ვალდებულება გვაქვს, ვითარება, რომელიც ჩვენს მეზოლადაა, ჩვენი თავისუფლების გასამტკიცებლად გამოვიყენოთ.
ბოკერია იმ დაღუპული გმირების ღვაწლსა და დამსახურებაზე საუბრობს, რომლებიც 102 წლის წინ საბჭოთა რეპრესიებს შეეწირნენ.
102 წლის წინ, ამ ადამიანების მიერ, საქართველოს მიერ გაწეული მსხვერპლი, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ჩვენ ჩვენი სახელმწიფოებრიობა შეგვენარჩუნებინა და შემდგომში თაობებს მოუწია ჭაობში, რეპრესიებსი და სისხლში ცხოვრება. ჩვენ ვალდებული ვართ მათი ხსოვნისა და მომავლის წინაშე, რომ ახლა ეს ვითარება გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების განსამტკიცებლად - აცხადებს გიგა ბოკერია.
დღეს 25 თებერვალია, 102 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან. ზუსტად 102 წლის წინ, ამ დღეს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად გამოაცხადეს. ოკუპაციამ 70 წელი გასტანა. საბჭოთა ოკუპაციიდან საუკუნეზე მეტი გავიდა, თუმცა დღესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტიი რუსეთს აქვს მიტაცებული.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.