პუტინისტურ კანონზე დისკუსია ქვეყნის ინტერესების ღალატია - ბოკერია

25.02.23 13:20
პუტინისტურ კანონზე დისკუსია ქვეყნის ინტერესების ღალატია - ბოკერია

ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ "უცხოეთის გავლენის აგენტების" კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება ვერ მოხერხდება და დასავლეთთან ურთიერთობები გაგვიფუჭდება.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ჩვენ გვჭრდება ხელისუფლება, რომელიც პაპზე უფრო კათოლიკე იქნება ქვეყნის შიდა ამბებში.

ოპოზიციონერი პირდაპირ ამბობს, რომ პუტინისტურ კანონზე დისკუსია ქვეყნის ინტერესების ღალატია.

ეს არის კოპიო იმ კანონის, როელიც პუტინმა მიიღო წლების წინ, ოღონდ ჩვენი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ რომც არ მიიღონ ეს კანონი, ან შეცვალონ რამე, პრაქტიკულად უკან დაიხიონ, ეს არ ცვლის არსებითად ჩვენს უზარმაზარ პრობლემას. გვჭრდება ხელისუფლება, რომელიც პაპზე უფრო კათოლიკე იქნება ქვეყნის შიდა ამბებში და იქნება შემაწუხებელი კარგი გაგებით ყველა დასავლელი პარტნიორის საქართველოს საკითხზე, რომ მორალურად და პრაგმატულად საქართველო უნდა იყოს დასავლური უსაფრთხოების სისტემის ნაწილი. ეს არის, რაც ჩვენ გვჭირდება და ამის ნაცვლად დისკუსია არის პუტინისტურ კანონს მიიღებენ თუ არა. ამას ვეძახი მე ქვეყნის ინტერესების ღალატს, - გიგა ბოკერია. 

"უცხოეთის გავლენის აგენტების" კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში მომავალი კვირიდან იწყება. პროექტი, რომელზეც ყველა ამბობს, რომ არის რუსული, რეპრესიული და საშიში, შესაძლოა, მალე კანონად იქცეს.

,,ხალხის ძალის" ინიციატივას აკრიტიკებს დიპლომატიური კორპუსი და უცხოელი გამოცდილი პოლიტიკოსების მთელი სპექტრიც.