"ოცნებას" ფოტოს გადამღებიც კი აღარავინ დარჩება - გიორგი ვაშაძე
,,რუსული კანონი" და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ერთმანეთთან შეუთავსებელია- ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან ყოფნისას განაცხადა.
ვაშაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა ევროკავშირში ფოტოს გადასაღებად დადიან და მალე ფოტოს გადამღებიც კი აღარავინ დარჩებათ.
კობახიძე საუბრობს ერთი ერთში პუტინის მესიჯბოქსით, მაგრამ მთავარი საკითხი, ბორელიც კი, რომელიც ლამის უკანასკნელი ადამიანი იყო, რომელიც ფოტოს მაინც იღებდა ღარიბაშვილთან, პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ერთმანეთთან შეუთავსებელია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ფოტოს გადასაღებად რომ დადიან ქართველი ხალხის მოსატყუებლად ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა ევროკავშირში, ფოტოს გადამღებიც კი აღარავინ დარჩება მათ გვერდით. აი, ეს არის რეალური გზავნილი, - გიორგი ვაშაძე.
"უცხოეთის გავლენის აგენტების" კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში მომავალი კვირიდან იწყება. პროექტი, რომელზეც ყველა ამბობს, რომ არის რუსული, რეპრესიული და საშიში, შესაძლოა, მალე კანონად იქცეს.
,,ხალხის ძალის" ინიციატივას აკრიტიკებს დიპლომატიური კორპუსი და უცხოელი გამოცდილი პოლიტიკოსების მთელი სპექტრიც.