რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის არხსენება ივანიშვილ-ღარიბაშვილის მიზანმიმართული პოლიტიკაა - დეკანოიძე
ირაკლი ღარიბაშვილს ისტორიის დამახინჯებაში ამხელენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც არსად არის ნახსენები რუსული არმია და ამბობს, რომ ეს არის ისტორიის მიზანმიმართული დამახინჯება.
დეკანოიძის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის არხსენება მიზანმიმართული პოლიტიკაა ივანიშვილ-ღარიბაშვილისთვის.
დარწმუნებული ვარ ეს არის ისტორიის მიზანმიმართული დამახინჯება, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია 25 თებერვალს განცხადების გავრცელება და იმ განცხადებაში საქართველოს რუსეთის (ბოლშევიკების) მიერ ოკუპაციის არხსენება. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ამ ფონზე, როდესაც უკრაინაში რუსული სამხედრო ფართომასშტაბიანი აგრესიაა, იმ ფონზე, როდესაც თავგანწირული ბრძოლაა უკრაინელების და მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ არის ამხედრებული, აი ამ ფონზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მიერ არხსენება და რუსეთის არხსენება, ისევე როგორც რეზოლუციაშიც არ ჩაწერეს რუსეთი, ეს არის წარმოუდგენლად მძიმე, მათ შორის საქართველოსთვის, ძალიან სერიოზულად დამაზიანებელია ეროვნული უსაფრთხოიების საკითხების მიმართულებით და ასევე, მინდა ვთქვა, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების და პირადად ივანიშვილ-ღარიბაშვილისთვის - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ქვეყნის პრემიერ მინისტრმა საბჭოთა ოკუპაციდან 102 წლის თავზე რუსეთის ხსენეება ვერ გაბედა.
მთავრობის მეთაური, რომელმაც დილა იუნკერთა მემორიალთან უხერხული დუმილით დაიწყო, ვერ ბედავს დაგმოს რუსული აგრესი. საბჭოთა ოკუპაციის 102 წლის თავზე, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს, ღარიბაშვილი სიტყვით არ გამოსულა, მხოლოდ განცხადება გაავრცელა, თუმცა რუსული ოკუპაცია არც საბჭოთა ოკუპაციის დღეს გაახსენდა და რუსეთი არც ერთხელ უხსენებია.