"ოცნება" ომის გარეშე აცხადებს კაპიტულაციას - ნიკო მიქაია
"ოპოზიციაში" პრემიერის დღევანდელ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ენმ-ს წევრი ნიკო მიქაია ამბობს, რომ "ოცნება" ფაქტობრივად ომის გარეშე აცხადებს კაპიტულაციას.
გაღიზიანების პოლიტიკა, რომელიც ვითომ მათ თავიდან აირჩიეს, უკვე გადავიდა სრულ მონობაში. ფაქტია, რომ ომის გარეშე კაპიტულაციას აცხადებენ. 25 თებერვალს, რომ რუსეთს არ ახსენებ და არავის არ ახსენებინებ, მერე დედაქალაქის მერიც რომ იგივეს იმეორებს, ძალიან მარტივი არის აქ ყველაფერზე პასუხი. მათ ეშინიათ არა რუსების, არამედ მათ ეშინიათ პუტინის და ეშინიათ იმისი, რომ ქართველმა ხალხმა არ აიღოს ძალაუფლება ხელში" - ამბობს ნიკო მიქაია.
ქვეყნის პრემიერ მინისტრმა საბჭოთა ოკუპაციდან 102 წლის თავზე რუსეთის ხსენება ვერ გაბედა.
მთავრობის მეთაური, რომელმაც დილა იუნკერთა მემორიალთან უხერხული დუმილით დაიწყო, ვერ ბედავს დაგმოს რუსული აგრესი. საბჭოთა ოკუპაციის 102 წლის თავზე, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს, ღარიბაშვილი სიტყვით არ გამოსულა, მხოლოდ განცხადება გაავრცელა, თუმცა რუსული ოკუპაცია არც საბჭოთა ოკუპაციის დღეს გაახსენდა და რუსეთი არც ერთხელ უხსენებია.
ღარიბაშვილის შემდეგ რუსეთის ხსენება დღეს ვერც კალაძემ გაბედა. თბილისის მერი არც კოჯორში იმყოფებოდა გმირთა მემორიალთან.
მთავრობის ადმინისტრაციამ კი სოციალურ ქსელში იმ გაბრაზებული მოქალაქეების დაბლოკვა დაიწყო, რომლებიც ღარიბაშვილს გაკეთებული განცხადების გამო პასუხს სთხოვდნენ და კითხვებს უსვამდნენ.