ესებუა ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში სიყვარულმა დააბრუნა - ძებნილი დაქორწინებას აპირებდა

25.02.23 20:50
ესებუა ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში სიყვარულმა დააბრუნა - ძებნილი დაქორწინებას აპირებდა

რატომ დაბრუნდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ძებნილი ბადრი ესებუა?  - „შაბათის ეთერისთვის" გამოგზავნილ  წერილში ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული ახალგაზრდა ამ საკითხზე არ საუბრობს. 

მისი ადვოკატები კი ამბობენ, რომ ყოფილი ჯარისკაცი დაქორწინებას აპირებდა.

ირკვევა, რომ ბადრი ესებუას ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ჰქონდა ნაქირავები.

ის აქ მარტო არ ცხოვრობდა, ადვოკატები ამბობენ, რომ ესებუა ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში სიყვარულმა დააბრუნა და ცხოვრობდა ქალთან ერთად, რომელზეც დაქორწინებას აპირებდა.

შეყვარებულმა ტერორისტად გამოცხადებულ კაცს საიდუმლო წელიწადნახევრის განმავლობაში შეუნახა, თუმცა საბოლოოდ, ის პოლიციის მახეში მაინც გაება - საბედისწერო ბადრი ესებუასთვის 8 თებერვალი და ჯიხაშკარში ნათესავთან სტუმრობა აღმოჩნდა.ჯიქიების საცხოვრებელ სახლში საქმის მასალების მიხედვით ესებუა ბანკის ძარცვის შემდეგ მინიმუმ  ოთხჯერ იმყოფებოდა. მეხუთე ჩასვლა კი მისი დაკავებით დასრულდა. ესებუა დაასმინეს.

ქვეყნის მთავარი ძებნილი, რომელიც სუს-ის გვერდით შეყვარებულთან ერთად ქირით ცხოვრობდა - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი