"გამართლებული და აუცილებელი" - წულუკიანი რუსულ კანონზე
კულტურის მინისტრი რუსულ კანონს იცავს. საერთაშორისოო კრიტიკის მიუხედავად, თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ საშიში კანონი, რომელიც თავის დროზე ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ აამოქმედეს, მესამე სექტორს და მედიას დაეხმარება.
წულუკიანი კრიტიკულ კითხვებს არც ამჯერად პასუხობს. მისთვის სასაურველ მედიასთან საუბარში კი გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფაქტობრივად, მოუწოდებს, ბედს შეეგუოონ და ფინანსების გასაჯაროება დაიწყონ.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები უნდა იყოს გამჭვირვალე და ამისთვის 2013 წლიდან არაერთი ძალიან მკაცრი კანონი მივიღეთ აღმასრულებელი სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების სტრუქტურებისთვის, ვფიქრობ, რომ ეს იყო გამართლებული და აუცილებელი. ახლა ჯერი არასამთავრობო სექტორზეა, რომელიც, მე ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ითანამშრომლებს და დათანმდება იმას, რომ გამჭვირვალობა არის მათთვისაც გაჯანსაღების გზა ფინანსური ანგარიშვალდებულების ფორმით, იმიტომ, რომ საზოგაოდების მართვაში როცა ხარ ჩართული და სახელმწიფოს მართვის პროცესშ გინდა მონაწილეობის მიღება, როგორც ხელისუფლებას, ასევე, არასამტავრობო სექტორს გვევალება საბაზისო და ელემენტალური გამჭვირვალობა, რომ არ ვთქვა "კარგი ხარისხის გამჭვირვალობა". ამიტომ, ამაში მე საგანგაში ვერაფერს ვხედავ, - თქვა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ 'ხალხი ძალის" კანონპროექტს მხარდაჭერას უცხადებს და პარლამენტში სწრაფი ტემპით მის დამტკიცებას აანონსებს. საუბარია კანონზე, რომელიც მიზნად ენჯეობის და მედიების გაკონტროლებას ისახავს. კანონი საშიშად მიიჩნია საქართველოს პრეზიდენტმაც, რომელიც ხელისუფლებას ვეტოთი დაემუქრა.