ვაშაძე ზელენსკის: "თქვენ ხართ თავისუფალი სამყაროს პირველი ხმა რუსული ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში"

26.02.23 12:29
ვაშაძე ზელენსკის: "თქვენ ხართ თავისუფალი სამყაროს პირველი ხმა რუსული ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში"

გიორგი ვაშაძე ვოლოდიმერ ზელენსკის - თქვენ ხართ თავისუფალი სამყაროს პირველი ხმა რუსული ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში


“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ 25 თებერვალს გამართულ უკრაინის სოლიდარობის აქციაზე, ხალხს აქციის საორგანიზაციი ჯგუფის სახელით მიმართა. გიორგი ვაშაძის მიმართვაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო მიმართვა უკრაინის პრეზიდენტისთვის, რომელიც სცენიდან ვაშაძემ უკრაინულად გააჟღერა.

ძვირფასო პრეზიდენტო, ბატონო ზელენსკი. თქვენ ხართ თავისუფალი სამყაროს პირველი ხმა რუსული ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჩვენი უკრაინელი ძმებო და დებო, საქართველო თქვენს გვერდით არის!
დიდება უკრაინას! - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.