"ნახვამდის ევროპა" - რუსეთის ახალი საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ
რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ახალი საინფორმაციო ომი დაიწყო. საქართველო უარს ამბობს ევროკავშირზე - ამ შინაარსის სტატიებს რუსეთის სამთავრობო მედია აქვეყნებს. რუსული პროპაგანდისტებისთვის მაშველი რგოლი კახი კალაძის და ირაკლი კობახიძის განცხადებები იქცა.
მას შემდეგ, რაც თბილისში უკრაინის მხარდასაჭერად ათი ათასობით ადამიანის გამოვიდა, რუსული პროგანდა ამუშავდა. საქართველოს ხეწლისუფლებას ნაბიჯეს მოსკოვი სიმამაცეს უწოდებს და ამტკიცებენ, რომ საქართველო ევროკავშირზე უარს ამბობს.
თბილისი ევროპელ პარტნიორებთან დათმობებზე წასვლას არ ჩქარობს. მმართველი პარტიის გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, "საქართველო ქართული წესებით იხელმძღვანელებს". მან ასევე აღნიშნა, რომ თუკი დასავლეთი საქართველოს ევროკავშირის სტატუსით დააშანტაჟებს, ამგვარი წევრობა თავისთის დაიტოვონ. პარტიის სხვა დეპუტატები კი აცხადებენ, რომ მათი ქვეყნის წინააღმდეგ გაჟღერებული ყველა ბრალდება სიცრუე და დეზინფორმაციია და სინამდვილეში, სააკაშვილისთვის ციხეში საუკეთესო პირობებია შექმნილი, - წერს გამოცემა.
სამთავრობო მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს ხელისუფლების პოზიციას მამაც ქმედებად აფასებს. ლავროვის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არა დასავლური, არამედ ეროვნული ინტერესებით ხელმრვანელობს.