პრემიერი განსხვავებულ აზრს ბლოკავს - ღარიბაშვილის პოსტის ქვეშ განთავსებული კრიტიკული კომენტარები წაშალეს

26.02.23 13:25
პრემიერი განსხვავებულ აზრს ბლოკავს - ღარიბაშვილის პოსტის ქვეშ განთავსებული კრიტიკული კომენტარები წაშალეს

განსხვავებულ აზრს  ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელშიც ებრძვის.
პრემიერ-მინისტრისს "ფეისბუქის" გვერდზე ასობით ადამიანი დაბლოკილია.  ყველა, ვინც "ქართული ოცნების" ლიდერს  შეახსენა, რომ "რუსეთი ოკუპანტია", შავ სიაში შეიყვანეს. მათ შორის, არიან ოპოზიციის ლიდერებიც.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური მიიჩნევს, რომ მტავრობოს ადმინისტრაციის რესურსი არასწორად იხარჯება და ეს თავად ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის და მოქალაქეებისტვის არის შეურაცხმოფელი. 

მარტივი ჭეშმარიტება შევახსენე ამ პოსტის ქვეშ, რომ რუსეთი მტერია და რუსეთი ოკუპანტია და მეორედ რომ შევედი უკვე, ჩემი კომენტარიც იყო წაშლილი. რა თქმა უნდა, არც მე გავჩერდები, ისევე, როგორც ძალიან ბევრი მოქალაქე. არა მხოლოდ კომენტარებს შლიდნენ, არამედ საერთოდ ბლოკავდნენ ანუ წვდომას უზღუდავდნენ მთლიანად საქართველოს მთავრობის ოფიციალურ სოციალური ქსელის გვერდზე. მე პირადად მთვრობის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი წინა პრემეირის პირობებში, უბრალოდ, წარმოუდგენელია, თვითონ მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ. აღარაფერს ვამბობ საქართელოს ისტორიაზე და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, - ამბობს ანა ბუჩუკური. 

ევროატლანტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა გურინი პრემიერის და მტავრობის ადმინისტრაციის მხრიდან ამგვარ ქმედებას საშიშად მიიჩნევს. მისი ტქმით, დღეს თუ რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით საუბარს კრძალავენ, ხვალ, შესაძლოა, ამის გამო ადამიანები დააკავონ. 

ბუნებრივად შევუერთდი იმ აღშფოთებულ მოქალაქეებს, რომლებიც კომენტარებს წერდნენ და გამხატავდნენ საკუთარ აზრს და დავწერე უბრალოდ ორი სიტყვა "რუსეთი ოკუპანტია". რომელიც წამიშალეს, სამჯერ განმეორდა, სამჯერ წამიშალეს. ადამიანებს, რომლებსაც გადასადახადებს ვუხდით და ჩვენი თანხით ვაფინანსებთ, ისინი, ჯერ ერთი, რომ აზრის გამოხატვას გვიკრძალავენ. ეს რომ ყოფილიყო, მაგალითად, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის მოწოდება და ა.შ., კი, აბსლუტურად გამართლებული იქნებოდა რაღაც მხრივ, მაგრამ ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ფაქტია, ეს ხომ არ არის რაღაც ტყული. თუ ასე გაგრძელდა, რომ ამ ქვეყანაშ ადამიანებს უნდა შეგვეზღუდოს "რუსეთი ოკუპანტიას" თქმა, დღეს თუ, მაგალითად წაგვიშლიან, შეიძლება მომავალ წელს ან წლის ტავზე უკვე დაგვაკავონ, - ამბობს გურინი. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის ოკუპაცია ნახსენები არ იყო. პრემიერის განცხადება საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა, თუმცა პოსტის ქვეშ დაწერილი ყველა არასასურველი კომენტარი წაშალეს.