"პასუხი უნდა აგონ" - ბესიკ დონაძე თავდაცვის უწყების გაუმართლებელ ხარჯებზე
კორუფციის მკვლევარები ტავდაცვის უწყების გაუმართლებელ ხარჯებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ. ბესიკ დონაძე პირდაპირ ამბობს, რომ ადგილი კანონდარღვევას აქვს. მისი თქმით, ტექნიკის, აიფონების და ძვირადღირებული სასმელების წარმოამდგენლბით ხარჯებშ გატარება არასწორი და გაუმართლებელია.
წარმომადგენლობითი ხარჯები ერთადერთ შემთხვევაშია გამართლებული, როდესაც მასპინძლობ უცხოურ დელეგაციას და ეს არის მაღალი დონის შეხვედრები. დანარჩენ შემთხვევაშ ყავის, სასმელების და არყის წარმომადგენლობით ხარჯში გატარება ეს არის არამიზნობრივი ხარჯი და ეს არის კანონის დარღვევა. ამაზე აუცილებლად უნდა აგონ პასუხი კონკრეტულმა თანამშრომლებმა, ვინც გასცეს აღნიშნული შესყიდვის ბრძანება. რაც შეეხება ტექნიკას, აიფონს და მსგავსს, წარმომადგენლობით ხარჯებში ან გამარტივებული შეყიდვით აღნიშნული ტელეფონების ყიდვა საკუთარი მოხმარებისთვის, ეს არის გაუმართლებელი ხარჯი, არამიზნობრივი ხარჯი, - ამბობს დონაძე.
თავდაცვის სამინისტრო დიდ სკანდალში ეხვევა. საქმე ეხება უწყების გადამალულ დოკუმენტებს, რომელიც ექსკლუზიურად ნოდარ მელაძის შაბათის გუნდმა მოიპოვა.
ირკვევა, რომ თავდავის უწყება ბიუჯეტის თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. დოკუმენტის თანახმად ბურჭულაძის უწყება ფულს არაყში, ღვინოში, კონიაკსა და ბოლო მოდელის აიფონებში ხარჯავს.
ამის მიუხედავად, შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე საბუთები არ ატვირთეს.