უჭერს თუ არა ქუთაისის მერი მხარს რუსულ კანონს - ოპოზიციის საჯარო კითხვა ხახალეიშვილს
ოპოზიციას ქუთაისში აინტერესებს, უჭერს თუ არა ქალაქის მერი მხარს რუსული კანონის მიღებას. თემურ ცამციშვილმა იოსებ ხახალეიშვილს საჯარო კითხვა დაუსვა და საჯარო პასუხი მოითხოვა.
ირკვევა, რომ "ქართულ ოცნებაში" მისვლამდე ხახალეიშვილი არაამთავრობო სექტორში მუშაობდა. მას ოცწლიანი სტაჟი აქვს.ქუთაისის ყოფილი მერი წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებულ პროექტებს ხელმძღვანელობდა.
პროექტს, რომელიც უცხოური ფონდებიდან ფინანსდებოდა, ქალაქის მერი ხელმძღვანელობდა, ქუთაისის მერი 7 ასეთ პროექტს და ჩვენ გვინდა, რამდენიმე მარტივი შეკითხვა დავუსვათ ქუთაისი მერს. პირველ რიგში, უჭერს თუ არა მხარს აღნიშნულ კნაონპროექტს, რას ფიქრობს ამ კანონპროექტზე, არის თუ არა ყოფილი უცხური გავლენის აგენტი და როდესაც არარ იქნება საჯარო მოხელე, ისევ დაუბრუნდება თუ არა არასამთავრობო სექტორს? - თქვა ცამციშვილმა.