რუსთავში სტრატეგია აღმაშენებლის პროექტის ,,ქალები ევროპული მომავლისთვის“ პირველი შეხვედრა გაიმართა
პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ინიციატივითა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით, დღეს, 26 თებერვალს, ქ. რუსთავში დაიწყო პროექტი “ქალები პოლიტიკაში ევროპული მომავლისთვის”. პროექტი გაგრძელდება ივნისის ჩათვლით და მოიცავს ქვემო ქართლისა და კახეთის მუნიციპალიტეტის ქალაქებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აღნიშნულ რეგიონებში ქალთა გაძლიერებას, გამოკვეთოს მათი როლი საზოგადოებაში.
პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ინიციატივითა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით, დღეს, 26 თებერვალს, ქ. რუსთავში დაიწყო პროექტი “ქალები პოლიტიკაში ევროპული მომავლისთვის”. პროექტი გაგრძელდება ივნისის ჩათვლით და მოიცავს ქვემო ქართლისა და კახეთის მუნიციპალიტეტის ქალაქებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აღნიშნულ რეგიონებში ქალთა გაძლიერებას, გამოკვეთოს მათი როლი საზოგადოებაში, როგორც ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებისა და ევროპული პერსპექტივისთვის განვითარებისთვის. ჩვენი ფონდის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა ჩართულობას პოლიტიკაში. ვფიქრობთ, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში, მათი აქტიური მონაწილეობა, დადებითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე.“- ამბობს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, პროექტების კოორდინატორი საქართველოში მაია კობაიძე.
ნანა ტოხვაძე კი ამბობს, რომ ქვეყანაში ნიჰილიზმის და უიმედობის დასაძლევად დასაძლევად პოლიტიკაში ახალი სახეების და ქალების მეტად ჩართულობაა საჭირო.
დღეს, საქართველოში ხალხი აღარ არის ხელისუფლების წყარო. უკიდურესად გაღრმავებულია პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი. ეჭვქვეშ დგება საქართველოს ევროპული მომავალი. ვხედავთ, რომ 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაშიც არ გვაქვს წინსვლა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის განმავლობაში ერთი და იგივე სახეებია წარმოდგენილი პოლიტიკურ სცენაზე, რაც კიდევ უფრო ამცირებს ნდობას პოლიტიკისადმი.
სამოქალაქო ჩართულობა, ახალგაზრდული ენთუზიაზმი და ენერგეტიკა ერთადერთი გამოსავალია საყოველთაო ნიჰილიზმის, უიმედობისა და უნდობლობის დასამარცხებლად. პროექტის "ქალები ევროპული მომავლისთვის" მიზანია დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერა განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებსა და დიდ ქალაქებში.
მშვიდობიანი, პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტების არცოდნა ხელს აძლევს ხელისუფლებას გაიმყაროს ძალაუფლება და კვლავ გააღვივოს პოლარიზების პროცესი საზოგადოების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ. სწორედ აქტიური ქალების, ახალი აქტორების მხარდაჭრა და ევროპული მომავლისთვის საერთო ხედვების ხორცშესხმა არის ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ამოცანა,- თქვა ნანა ტოხვაძემ.
პოლიტიკური საბჭოს წევრი თეონა ჭალიძე ამბობს, რომ საქართელოშ ჩატარებული სხვადასხვა კვლევების თანახმად, ამომრჩევლის უმრავლესობა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მომხრეა.
საქართველოში ჩატარებული სხვა და სხვა კვლევით დასტურდება, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა ემხრობა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას. საქართველოს მოსახლეობის 65% უჭერს მხარს გენდერულ კვოტირებას, 60%-ის აზრით, ქალების მეტი ჩართულობა პოლიტიკაში დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარებაზე. ქალების 85% და კაცების 58% ფიქრობს, რომ კარიერაში ქალებს უფრო მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევთ, ვიდრე კაცებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება, როგორც საგანმანათლებლო აქტივობებით ისევე ერთმანეთის სოლიდარობითა და თანადგომით. რუსთავის შემდეგ გორში, თელავში, სიღნაღში და მარნეულში გავმართავთ შეხვედრებს, სასიამოვნოა რომ პროექტში ჩართვის მსურველთა რაოდენობა მზარდია, - ამბობს ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი თეონა ჭალიძე.