რუსეთი საქართველოს ხელისუფლების პოზიციით გახარებულია - დეკანოიძე რუსულ პროპაგანდაზე

26.02.23 15:06
რუსეთი საქართველოს ხელისუფლების პოზიციით გახარებულია - დეკანოიძე რუსულ პროპაგანდაზე

რუსეთის სამთავრობო გამოცემებში გამოქვეყნებულ სტატიებს, რომლის თანახმადაც, საქართველომ ევროპულ კურსზე უარი თქვა, ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე ქვეყნისთვის დამაზიანებელს უწოდებს.

დეკანოიძის თქმით, სტატიები ცხადყოფს, რომ მოსკოვი საქართელოს ხელისუფლების ქმედებებით კმაყოფილია და ნათელია, რომ მისი პოზიცია "ქართული ოცნების" პოზიციასთან თანხვედრაშია. 

ეს სარედაქციო სტატია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთს არ სურს საქართველოს იხილოს ევროკავშირში და რუსეთი გახარებულია საქართველოს ხელისუფლების პოზიციით, რომელიც მათ აქვთ განცხადებული ევროკავშირის მიმართ. აჩვენეს პრემიერ-მინისტრის განცხადებები, პარტიის თავმდჯომარის განცხადებები, თბილისის მერის განცხადებები. რუსეთი თვლის საკუთარ წარმატებად ზუსტად ამგვარ შემობრუნებას საგარეო კურსის. ეს არის წარმოუდგენლად დიდი ზიანი საქართველოს ევროპული ინტერესების და სწორედ ამიტომ ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება ზუსტად ემტხვევა რუსულ და კრემლის პოლიტიკას, - ამბობს დეკანოიძე. 

რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ახალი საინფორმაციო ომი დაიწყო. საქართველო უარს ამბობს ევროკავშირზე - ამ შინაარსის სტატიებს რუსეთის სამთავრობო მედია აქვეყნებს. რუსული პროპაგანდისტებისთვის მაშველი რგოლი კახი კალაძის და ირაკლი კობახიძის განცხადებები იქცა.

მას შემდეგ, რაც თბილისში უკრაინის მხარდასაჭერად ათი ათასობით ადამიანის გამოვიდა, რუსული პროგანდა ამუშავდა. საქართველოს ხეწლისუფლებას ნაბიჯეს მოსკოვი სიმამაცეს უწოდებს და ამტკიცებენ, რომ  საქართველო ევროკავშირზე უარს ამბობს.