საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს შორის ფარული კომუნიკაციაა - გიორგი ვაშაძე

26.02.23 15:09
საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს შორის ფარული კომუნიკაციაა - გიორგი ვაშაძე

რუსულ სამტავრობო მედიაში გამოქვეყნებული სტატიები ცხადყოფს, რომ საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს შორის ფარული კომუნიკაციაა, - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ახალ რუსულ პროპაგანდას.

ოპოზიცინერი ლიდერი ფიქრობს, რომ ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდმა სწორედ მოსკოვიდან მიიღო. 

დასტურია, რომ პირდაპირი ფარული კომუნიკაცია არის საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის. უკრაინაში მარცხის პარალელურად, რუსეთმა შეიძლება საკუთარი გამარჯვება "ქართული ოცნების" ხელით გააფორმოს, რომ საქართველომ ვერ მიიღი ევროკავშირის სტატუსი. ალბათ ეს არის დავალება, რომელიც მიიღო ივანიშვილმა, კობახიძემ, ღარიბაშვილმა და კალაძემ, რომელიც ერთ-ერთი მთავარი თანაავტორია ამ ციტატების, - თქვა ვაშაძემ. 

რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ახალი საინფორმაციო ომი დაიწყო. საქართველო უარს ამბობს ევროკავშირზე - ამ შინაარსის სტატიებს რუსეთის სამთავრობო მედია აქვეყნებს. რუსული პროპაგანდისტებისთვის მაშველი რგოლი კახი კალაძის და ირაკლი კობახიძის განცხადებები იქცა.

მას შემდეგ, რაც თბილისში უკრაინის მხარდასაჭერად ათი ათასობით ადამიანის გამოვიდა, რუსული პროგანდა ამუშავდა. საქართველოს ხეწლისუფლებას ნაბიჯეს მოსკოვი სიმამაცეს უწოდებს და ამტკიცებენ, რომ  საქართველო ევროკავშირზე უარს ამბობს.