მაღალი წნევა, სიცხე და არითმია აქვს - გიული ალასანია სააკაშვილზე

26.02.23 15:55
მაღალი წნევა, სიცხე და არითმია აქვს - გიული ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ინფორმაცია "ვივა-მედიდან" გიული ალასანიამ გამოიტანა.

მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ პატიმარ პრეზიდენტს სიცხე, მაღალი წნევა და გაუსალისი ტკივილები აქვს. 

თითი დავადე და იკივლა. სულ ტკივილგამაყუჩებელზეა. კუნთები საერთოდ შეეჭამა მთლიანად. აქვს მაღალი წნევა, აქვს არითმია, სიცხე და ყველაფერი უბედურება. იმდენად ყველაფერი ცუდად იყო, რომ რარა უნდა მეკითხა, არ ვიცოდი, - თქვა ალასანიამ.