გიორგი ვაშაძე აშშ-ს პრეზიდენტს: საქართველო იმსახურებს ნატოს და ევროკავშირის წევრობას! ჩვენ ვართ ევროპა!
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა უკრაინის სოლიდარობის აქციაზე მსოფლიო ლიდერებს ქართველი ხალხის სახელით სიტყვით მიმართა. გიორგი ვაშაძემ აშშ-ს პრეზიდენტს მიმართა და თქვა, რომ საქართველო დგას ცივილიზებულ სამყაროსთან და რაღათქმაუნდა უკრაინის გვერდით
ქართველი ხალხის სახელით, მინდა მივმართო ამერიკის პრეზიდენტს და ევროპული ქვეყნების ლიდერებს: საქართველო დგას უკრაინასთან! საქართველო დგას ცივილიზირებულ სამყაროსთან! საქართველო არასდროს დანებდება! საქართველო იმსახურება ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს! და საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას! ეს არის საქართველო! ჩვენ ვართ ევროპა!, - თქვა გიორგი ვაშაძემ.