საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა რუსეთის ინტერესებს იდეალურად ადგება - ანა ბუჩუკური
საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა რუსეთის ინტერესებს იდეალურად ადგება, - ამის შესახებ "საქართველოსთის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ოპოზიციონერი წევრის თქმით, როდესაც ოკუპანტი ქვეყანა შენი ქვეყნის წინააღმდეგ შენივე ციტრებას ახდენს, მინიმუმ უხერხულია.
ის, რომ რუსეთის ფედერაცია მუდმივად ცდილობდა და ცდილობს საქართველოს დაზიანება, ეს ახალი არ არის, მაგრამ ახალი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა იდეალურად ადგება რუსეთის ინტერესებს. ეს არის კატასტროფა. მე რომ კალაძის ადგილზე ვიყო და რუსი პროპაგანდისტი ჩემს ციტირებას ახდენდეს საკუთარი ქვეყნის ანუ საქართველოს წინააღმდეგ საკუთარი ინტერესების დასაცავად, წარმოიდგინეთ, მინიმუმ როგორი უხერხულობა და როგორი სირცხვილია, - ამბობს ბუჩუკური.
რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ახალი საინფორმაციო ომი დაიწყო. საქართველო უარს ამბობს ევროკავშირზე - ამ შინაარსის სტატიებს რუსეთის სამთავრობო მედია აქვეყნებს. რუსული პროპაგანდისტებისთვის მაშველი რგოლი კახი კალაძის და ირაკლი კობახიძის განცხადებები იქცა.
მას შემდეგ, რაც თბილისში უკრაინის მხარდასაჭერად ათი ათასობით ადამიანის გამოვიდა, რუსული პროგანდა ამუშავდა. საქართველოს ხეწლისუფლებას ნაბიჯეს მოსკოვი სიმამაცეს უწოდებს და ამტკიცებენ, რომ საქართველო ევროკავშირზე უარს ამბობს.