5 წლამდე პატიმრობა აგენტობის არაღიარებისთვის - საშიში კანონის მეორე ვერსია ბიუროზე ხვალ დარეგისტრირდება

26.02.23 17:46
5 წლამდე პატიმრობა აგენტობის არაღიარებისთვის - საშიში კანონის მეორე ვერსია ბიუროზე ხვალ დარეგისტრირდება

სუბარი-ყაველაშვილის დანაყოფის ახალი, გაუარესებული კანონპროექტი ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მას ხვალ ბიუროზე დაარეგისტრირებენ. საუბარია უცხოური გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ენჯეობის და მედიასაშუალებების გაკონტროლებას და ფინანსურ გამჭვირვალობას ისახავს. 

საშიში კანონის მეორე ვერსიაში უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ექნება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

თავდაპირველად რუსული კანონის ქართულ ანალოგში მხოლოდ ჯარიმა იყო გათვალსიწინებული, მაგრამ ახლა ციხით ემუქრებიან ყველას, ვინ "აგენტობას" საკუთარი სურვილით არ აღიარებს. 

წარვადგინეთ ორი ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც შინაარსით მსგავსია, მაგრამ ერთი არის სრული ასლი, ხოლო მეორე მასზე დაფუძნებული ვარიანტი. თუ ვინმე ამას რუსულს ეძახის, მაშინ იქნებ დაასაბუთოს, რატომ არის ის რუსული. თუ ვინმეს ჰგონია პირველი ვარიანტი ან უნდა, რომ ეგონოს ის რუსული, ჩვენ ემორე ვარიანტი, წმინდა ამერიკული, რომელიც მხოლოდ თარგმანია ქართულად, იმიტომ, რომ ინგლისურ ვარიანტს ჩვენ ვერ მივიღებთ, აბსლუტურად ერთი ერთში ნათარგმნი ამერიკული კანონპროექტი, მივიღოთ ის. მე, თუკი ჩემზე იქნება არჩევანი, ამ ორიდან ამერიკულ ვარიანტს დავუჭერ მხარს, - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.