"სააკაშვილი პუტინის პატიმარი" - ფრანგული "ფიგარო" მესამე პრეზიდენტის შესახებ წერს

26.02.23 17:54
"სააკაშვილი პუტინის პატიმარი" - ფრანგული "ფიგარო" მესამე პრეზიდენტის შესახებ წერს

"მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმარი საქართველოში" - ამ სათაურით სტატიას ფრანგული "ფიგარო" აქვეყნებს. გამოცემა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.

სტატიაში წერია, რომ გიგანტური აღნაგობის ექსმაღალჩინოსანი  ახლა მხოლოდ 65 კილოს იწონის და რომ 50 კილოგრამი სააკაშვილმა  პატიმრობის 16 თვეში დაიკლო.

გამოცემის ცნობით,  მესამე პრეზიდენტი მძიმე მეტალებითაა მოწამლული და ახლა გადაადგილება აღარ შეუძლია.

სტატიაშ ნახსენებია "ვარდების რევოლუციაც".  "პროდასავლური კამპანიის ცეცხლოვანი ლიდერი" -  ამ შეფასებას იყენებს სტატიის ავტორი სააკაშვილთან დაკავშირებით.

"ფიგაროში" აღწერილია რა მდგომარეობაა ახლა ქვეყანაში. საუბარია "მთავარი არხის" დირექტორის  ნიკა გვარამიას პატიმრობაზეც, ასევე კანონზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" რუსეთიდან დააკოპირა.