მთავრობა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ - პრემიერის ფაეისბუქპოსტზე კომენტარები წაშალეს
ვიეტნამელი ტროლები და ბოტები საქართველოს პრემიერის დასაცავად დარაზმეს. მიზეზი ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქპოსტია, რომელმაც საბჭოთა ოკუპაციაზე წერისას მტრის და რუსეთის ხსენება ვერ გაბედა.
მეორე დღეა მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებულების მთელი რესურსი კომენტარების წაშლასა და მომხმარებლების დაბლოკვაზე იხარჯება. შავ სიაში მოხვდნენ ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, ვინც პრემიერის სტატუსსზე სიტყვათშეთანხმება "რუსეთი ოკუპანტია" და "რუსეთი მტერია" გამოიყენა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერმა ბოლო გზავნილით კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საქართველოს სახელმწიფოს პუტინის მომხრე პრემიერი მართავს.
რისიც ღარიბაშვილსს შეეშინდა, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა. სალომე ზურაბიშვილმა ოკუპაცია დაგმო და პუტიზინიზმის დამარცხება დაგმო.
უფრო ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.