ნიუ-იორკი, პარიზი, ლონდონი - "ოცნების" დეპუტატები, რომლებიც ვიზიტებში ბიუჯეტიდან კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ

26.02.23 20:27
ნიუ-იორკი, პარიზი, ლონდონი - "ოცნების" დეპუტატები, რომლებიც ვიზიტებში ბიუჯეტიდან კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ

ათიათასობით ლარი დეპუტატების მივლინებებში - დადგენილია  "ოცნების" სამი წევრი, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტების დროს ბიუჯეტიდან კოლოსალური რაოდენობის თანხა დახარჯეს. ლიდერობენ - ირაკლი ბერაია, ბექა ოდიშარია და ელისო ბოლქვაძე.

რა სარგებელი მოაქვთ ამ ვიზიტებით  ქვეყნისთვის? "პირველების" ამ შეკითხვაზე 
ელისო ბოლქვაძე პანიკაში  ჩავარდა.  ჟურნალისტების მოსაშორებლად  პიანისტმა დეპუტატმა მანდატური გამოიძახა. ბექა ოდიშარია კი,  რომელმაც  ერთ წელში  ნიუ იორკი, პარიზი, ლონდონი, მადრიდი, რომი, ლისაბონი, რიგა და კიევი მოიარა, ამბობს, რომ  არ აქვს ვალდებულება  განმარტები გააკეთოს.

უფრო ვრცლად როგორ იმართლებენ თავს დეპუტატები ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.