ჯარის ფულით ნაყიდი აიფონები და სასმელები - თავდაცვის უწყება ხარჯებს ვერ ასაბუთებს

26.02.23 20:18
ჯარის ფულით ნაყიდი აიფონები და სასმელები - თავდაცვის უწყება ხარჯებს ვერ ასაბუთებს

თავდაცვის სამინისტრო ვერ ასაბუთებს სად წაიღო ჯარის ფულით ნაყიდი ძვირადღირებული მობილური ტელეფონები, რომელშიც თითქმის 51 ათას ლარზე მეტი გადაიხადა. უკვე მეორე დღეა სამინისტრო თავის მართლების რეჟიმშია, თუმცა ამ დრომდე არ გაუსაჯაროვებიათ არცერთი დოკუმენტი, რომელიც მათ ნათქვამს დაადასტურებდა.

შაბათის გუნდის ჟურნალისტური გამოძიებით კი დგინდება, რომ ჯარის ფული თავდაცვის სამინისტრომ აიფონის ბოლო მოდელის ტელეფონებში, ალკოჰოლურ სასმელში და სუპერმარკეტებში დახარჯა.

მოპოვებული დოკუმენტებით მხოლოდ შემოდგომაზე 44  კილო ყავის მარცვალი და ათასხუთასი ყავის კაფსულა იყიდეს. ყავის მენიუ გრძელია: ჩამონათვალშია იტალიურიც, ბრაზილიურიც და ვენურიც.

უფრო ვრცკად თავდაცვის უწყების ხარჯებზე ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.