გორში “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისი დაიხურა

26.02.23 20:49
გორში “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისი დაიხურა

გორში პრორუსული ორგანიზაცია “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისი იხურება. ფაქტს ადასტურებს ფართის ფლობელი სტალინის გამზირზე, სადაც ზუსტად 1 წლის წინ "ალტინფოს" დაფუძნებულმა პრორუსულმა ორგანიზაციამ ოფისი გახსნა.

“ქირის ფულს ვეღარ იხდიდნენ და ხურავენ ოფისს”, - განაცხადა მერაბ ხარებაშვილმა.

რაც შეეხება, პარტიის წევრებს, ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი ზურაბ ანიაშვილი ოფისის დახურვის ამბავს არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ დროებით გადადიან სხვა ტერიტორიაზე.

“არ ვიხურებით, დროებით გადავდივართ სხვაგან”, - ამბობს ზურაბ ანიაშვილი.

"ალტინფოს" “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისი გორში, ქალაქის ცენტრში ზუსტად 1 წლის წინ - 2022 წლის 23 თებერვალს გაიხსნა.