სააპელაციო სასამართლოში დღეს, დავით კეზერაშვილის პროცესი გაიმართება
დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა დღეს, 27 თებერვლს განახლდება. არ არის გამორიცხული, მოსამართლეთა კოლეგიამ დღესვე გამოაცხადოს გადაწყვეტილება. წინა პროცესზე სააპელაციო სასამართლომ ბრალდებისა და დაცვის მხარის არგუმენტები მოისმინა.
კეზერაშვილის ადვოკატები საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვას ითხოვდნენ, რომელიც მათი მტკიცებით, ნათლად ადასტურებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მთავარი მიზანი კრიტიკულ მედიაზე შურისძიებაა.
საქმეში უკვე არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა დღევანდელ პროცესზე მოხდება.