"ნუ ისპეკულანტებენ ბენეფიციარებით" - სუბარი გაეროს განცხადებაზე

27.02.23 11:21
"ნუ ისპეკულანტებენ ბენეფიციარებით" - სუბარი გაეროს განცხადებაზე

"ხალხის ძალის" წევრი სოზარ სუბარი გაეროს განცხადებით უკმაყოფილოა. საუბარია ე.წ. რუსულ კანონზე, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციას შემაშფოთებელი და დემოკრატიითვის საფრთხის შემცველი უწოდა. 

ივანიშვილის დაჯგუფების წევრი გაეროს ორმაგ სტანდარტში ადანაშუალებს და ურჩევს, არასამთავრობოების ბენეფიციარებით ნუ ისპეკულანტებენ. 

 ეს არის წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტი. გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, იმედია, საქართველოს არ უყურებს როგორც მეორე ხარისხოვან ქვეყანას, სადაც სხვა სტანდარტი უნდა იყოს დემოკრატიის და ვთქვათ, სხვა სტანდარტი უნდა იყოს აშშ-ში ან კანადაში. შეუძლებელია, რომ ის, რაც არის კარგი ამერიკული დემოკრატიისთვის და სახელმწიფოს სიმყარისთვის, ცუდი იყოს საქართელოსთვის და მემგონი, აი, ამ სტანდარტით უნდა მოგვიდგნენ ჩვენი პარტნიორებიც და მეგობრებიც, მათ შორის, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში  და ძალიან დაბეჯითებითი თხოვნაც მექნება და რჩევაც მექნება გაეროს წარმომადგენლობისთვის რომ, ნუ ისპეკულაციებენ ბენეფიციარების სახელით, - თქვა სუბარმა.