"ომი სააკაშვილმა დაიწყო" - კრემლის და "ხალხის ძალის" იდენტური გზავნილები
დიმიტრი მედვედევის და "ხალხის ძალის" გზავნილები ერთმანეთის იდენტურია. რუსეთის უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსანმა დიმიტრი მედვედევმა რუსულ მედიაში 2008 წლის ომთან დაკავშირებით ბლოგი გამოაქვეყნა, რომელსაც სულ რამდენიმე საათში ამავე თემაზე "ხალხის ძალის" განცხადებაც მოჰყვა.
მედვედევი ბლოგში საუბრობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, რომლის უკან დასავლეთი იდგა.
ამავეს წერს საკუთარ განცხადებაში "ხალხის ძალაც", რომელიც ასევე ამტკიცებს, რომ 2008 წლის ომი დასავლეთის ინიციატივა იყო.
"ნაცმოძრაობის " ბრალეულობაზე საუბრობს "ქართული ოცნებაც" რომელიც ამბობს, რომ ოპოზიციურმა პარტიამ ევროსაბჭოს რეზოლუციაში თავად ჩაწერა, რომ ომი სწორედ სააკაშვილმა დაიწყო. მმარტელი პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ერთმანეთს სწორედ კრემლის და "ნაციონანალური მოძრაობის" გზანილები ემთხვევა.
ნამდვილად არ ვეცნობი ხოლმე „რია ნოვოსწის“ სტატიებს, უბრალოდ ეს ინტერესი არ მაქვ, ეს ერთი, მეორე, რაც შეეხება, თუ მედვედევი ამბობს იმას, რომ სააკაშილმა დაიწყო ომი, მე შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში „ნაცმოძრაობამ“ ჩაწერა ეს თავისი ხელით ანუ ამ შემთხვევაში მედვედევის და „ნაცმოძრაობის“ განცხადებები ემთხვევა ერთმანეთს. რატომ დაემტხვა მედვედევის განცხადება „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელმოწერილ დოკუემნტს, ეს ჰკითხეთ ‘ნაცმოძრაობას“. „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ომი დაიწყო სააკაშვილმა. ამასთან დაკავშრებით, ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები, რატომ ჩაწერეს მათ ეს ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რა იყო ამის მიზეზი. ისეც და ასეც, ეს არის, ბუნებრივია, ღალატი, - ამბობს კობახიძე.
ამასვე საუბრობს "ხალხის ძალის" წევრი დიმიტრი ხუნდაძე.
ის, რომ საქართველოში თითოეულ მოქალაქეს და არა მხოლოდ მათ აინტერესებთ თუ რა მოხდა 2008-ში, ეს კითხვა არის ლეგიტიმური და არავითარ შუაში არ არის ის, რომ ეს ემთხვევა რუსულ ინტერესს. აი, რუსულ ინტერესს, მაგალითად, ემთხვევა ის, რომ რეზოლუციაში აისახა თითქოს ეს ომი დაიწყო ქართულმა ჯარმა. ეს არის სწორედ ის ინტერესი, რაც ემთხვევა რუსულს. რეზოლუციაშ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩაიწერა, რომ თიტქოს ომი დაიწყო ქართულმა მხარემ. ეს არის სამარცხვინო, ეს არის საშიში, - ამბობს ხუნდაძე.