ოცნება საშიშ კანონს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს, შემდეგ კი ვენეციის კომისიაში გადააგზავნის

27.02.23 13:20
ოცნება საშიშ კანონს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს, შემდეგ კი ვენეციის კომისიაში გადააგზავნის

"ქართული ოცნება ივანიშვილის დეპუტატების მიერ ინიცირებულ ორივე ვერსიას პარლამენტში, პირველ მოსმენაზე მხარს დაუჭერს,  ამის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, "აპრიორში გამორიცხულია, რომ ერთ, მეორე ან ორივე კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა იყოს, შესაძლოა, მხოლოდ დეტალებზე იყოს შენიშვნები ან რეკომენდაციები". 

მმართველი პაერტიის თავმჯდომარის თქმით, ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მიიღო: 

აპრიორი გამორიცხულია, რომ ერთ, მეორე ან ორივე კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა იყოს, შესაძლოა, მხოლოდ დეტალებზე იყოს შენიშვნები ან რეკომენდაციები. აქიდან გამომდინარე, ჩვენ ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ, მანამდე ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდებით.  ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მიიღო.

ვენეციის კომისია პრინციპების დონეზე ვერ დაიწუნებს ეს თამამად შემიძლია გითხრათ. პირველი მოსმენით ორივე მიიღება, საბოლოოდ ერთს ან მეორეს არ მივიღებთ და არჩევანი დამოკიდებული იქნება ვენეციის კომისიის დასკვნაზე. გარკვეულ ტექნიკურ საკითხებზე გვქონდა მსჯელობა, რაც ამერიკულს არ ეხება, რადგან ეს პირდაპირი თარგმანია. რაც შეეხება ქართულ ვერსიას, აქ გარკვეული ტექნიკური შესწორებები უნდა შევიდეს, სანამ ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამისთვის საკომიტეტო და პლენარული მოსმენები უნდა გაიმართოს. ვენეციის კომისია პრინციპების დონეზე ვერ დაიწუნებს, რადგან, კანონი არასამეწარმეო იურიდიული პირების გამჭვირვალობას ადგენს, მითუმეტეს მეორე კანონი ამერიკულის ზუსტი ასლია, 85 წელია მოქმედებს და დროს გაუძლო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.