"სასჯელზე საუბარი მისი კომპეტენცია არ არის" - სააკაშვილის ადვოკატები მკურნალი ექიმის წინააღმდეგ
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ილია ლომია მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმის ინტერვიუს ეხმიანება და მას სასჯელთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის გამო აკრიტიკებს. ინტერესების დამცველი ამბობს, მართლმსაჯულება თამარ დავარაშვილის კომპეტენცია არ არის და მსგავსი განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს.
მცირე ოდენობით ღებულობს, რა თქმა უნდა, საკვებს, მაგრამ იმ ოდენობით რასაც ითხოვს კლინიკის მედპერსონალი მიიღოს, მას არ შეუძლია. ექსპერტების მიერ გაკეთებულია დაკსვნები, გამოკვლევები და ა.შ. ქალბატონი თამარი არის მისი მკურნალი ექიმი და მისი კომპეტენცია არ არის, საერთოდ, საჯელთან დაკავშირებით გააკეთოს განცხადებები და საზოგადოებას ასეთი რამე ამცნოს, - ამბობს ილია ლომია.