უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება ექნებათ

27.02.23 13:53
უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება ექნებათ

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება ექნებათ - შესაბამისი დადგენილება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

2023 წლის 24 თებერვალს გამოსცემული №81 დადგენილებით, მთავრობამ დააკორექტირა ნორმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ერთი წლის ვადით ყოფნის უფლებას აძლევდა.

დადგენილება მისი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.