1921 წელს საბჭოთა ოკუპაცია მოახდინა თუ არა რუსეთმა? - პრემიერი "პირველების" შეკითხვას გაექცა
1921 წელს საბჭოთა ოკუპაცია მოახდინა თუ არა რუსეთმა? - "პირველების" შეკითხვას პრემიერი გაექცა. მეტიც, ღარიბაშვილის პრესსამსახურმა დამოუკიდებელ მედიას დაუმალა ეროვნული ბანკის ღონისძიებაც.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის ოკუპაცია ნახსენები არ იყო. პრემიერის განცხადება საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა, თუმცა პოსტის ქვეშ დაწერილი ყველა არასასურველი კომენტარი წაშალეს.