მხარს ვუჭერს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, ყველა პოლიტიკოსი უნდა გაერთიანდეს რუსული გადატრიალების წინააღმდეგ - სააკაშვილი

27.02.23 14:16
მხარს ვუჭერს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, ყველა პოლიტიკოსი უნდა გაერთიანდეს რუსული გადატრიალების წინააღმდეგ - სააკაშვილი

მხარს ვუჭერს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელშ წერს. მიხეილ სააკაშვილი მიიჩევს, რომ ახლა, როდესაც რუსეთი საქართელოს სრტულ ოკუპაციას გეგმავს, წყენების დრო არ არის და ამ დიდ ომშ ყველა შესაძლებლობა უნდა იქნებს გამოყენებული.

ექსპრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან კოსნულტაციები გამართონ. 

მხარს  ვუჭერ  პრეზიდენტ ზურაბიშვილს ბოლო დღებში გაკეთებულ განცხადებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მის მოწოდებას. 
ჩემი აზრით, ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა გაერთიანდეს რუსული გადატრიალების წინააღმდეგ და, ასევე, დაუყოვნებლივი კონსულტაციები ჩაატარონ პრეზიდენტთან. სრულიად ნათელია, რომ უკრაინაში მარცხის პარალელურად, მოლდოვაში  ჩაფლავების შემდეგ, ახლა მოსკოვი აპირებს უახლოეს ხანში ბოლომდე ღიად აიღოს ხელში ძალაუფლება თბილისში და ამისათვის არსებულ დაშინებულ მარიონეტებს ყველა პირობაზე დაითანხმებს.
სალომემ უნდა გამოიყენოს თავისი თანამდებობა და მთელს მსოფლიოს გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში მზადდება  მისი მთლიანად დაპყრობა და ოკუპაცია. 
ახლა წყენების გახსენების დრო საერთოდ არაა და ბრძოლის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ ამ დიდ ომში.  
პრეზიდენტი ამბობს იმას, რომ ჭეშმარიტი მშვიდობა არ არსებობს თავისუფლების გარეშე და ჩვენ თავს გვახვევენ ომის შიშით მონობას. ამიტომ, წინააღმდეგობა მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტებიდან დაწყებული თითოეული ნამდვილი ქართველის ვალია. არცერთი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი ამ ბრძოლაში, - წერს სააკაშვილი.