გაფეტიშებული აქვთ სიტყვები - ყველა, ვინც ღარიბაშვილს აკრიტიკებს, პაპუაშვილმა სექტად გამოაცხადა

27.02.23 17:14
გაფეტიშებული აქვთ სიტყვები - ყველა, ვინც ღარიბაშვილს აკრიტიკებს, პაპუაშვილმა სექტად გამოაცხადა

რატომ არ ახსენებს პრემიერი რუსულ ოკუპაციას - პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს სიტყვის ფეტიში აქვს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულ ჯგუფი ერთგვარი სექტაა, რომლისთისაც სიტყვას რელიგიური მნიშვნელობა აქვს. 

რა თქმა უნდა, საბჭოთა რუსეთმა მოახდინა ოკუპაცია და ვხვდები, საიდან მოდის ეს კითხვა და მაშინ ამ კუთხით გიპასუხებთ, რომ სიტყვის ფეტიშობა, რომელიც გარკვეულ ჯგუფში არის დამყარებული, ეს აჩვენებს, თუ რამდენად რთულად არის ამ ჯგუფის მდგომარეობა თვითონ. ეს სიტყვის ფეტიშობაა, მემგონი, აქ მთავარი პრობლემა. არა თუ სიტყვაში, ეს წერია ჩვენს ისტორიაში და ეს წერია ყველგან... არავის არაფერი უჭირს, საქმე იმაშია, რომ არის ჯგუფი, ვინც არიან სიტყვის ფეტიშები და როდესაც ვერ ხედავენ რაღაც სიტყვას, ამაზე ემართებათ ელეთ-მელეთები. ეს ჯგუფი გადაქცეულია რაღაც სექტად, რომლისთვისაც რელიგიური დანიშნულება აქვს ამა თუ იმ სიტყვას. ეს არის საზოგადოების პატარა ჯგუფი, რომელსაც გაფეტიშებული აქვს სიტყვები, - ამბობს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის ოკუპაცია ნახსენები არ იყო. პრემიერის განცხადება საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა, თუმცა პოსტის ქვეშ დაწერილი ყველა არასასურველი კომენტარი წაშალეს. 

1921 წელს საბჭოთა ოკუპაცია მოახდინა თუ არა რუსეთმა? - პრემიერი "პირველების" შეკითხვას გაექცა