რუსეთის კანონის ანალოგია, მიზანი განსხვავებული აზრის ჩაჩუმებაა - დეგნანი "ხალხის ძალის" კანონპროექტზე

27.02.23 14:49
რუსეთის კანონის ანალოგია, მიზანი განსხვავებული აზრის ჩაჩუმებაა - დეგნანი "ხალხის ძალის" კანონპროექტზე

რაში სჭირდება საქართველოს ამგვარი კანონი, როცა ის დემოკრატიის მიმართულებით საქართველოს მიღწევებისთვის საფრთხეს წარმოადგენს - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა "ხალხის ძალის" კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.

დიპლომატი პირდაპირ ამბობს, რომ კანონპროექტი რუსულის ანალოგია და მიზეზი განსხვავებული აზრის ჩაჩუმებაა.

ეს კანონი პირდაპირ რუსეთის კანონის ანალოგია. რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება და განსხვავებული მოსაზრებების ჩაჩუმებაა . და თუ შევხედავთ რაც ახლა რუსეთში ხდება დაინახავტ რომ რუსული კანონი ძალიან ეფექტური გამოდგა , სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმების კუთხით. საქართველომ იბრძოლა ბევრი დემოკრატიის საშენებლად, თავისუფლებების დასაცავად, ეს კანონი ძირს გამოუთხრის ამ პროგრესს. ისმის კითხვა რომელსაც სჭირდება პასუხი -  რატომ უნდა გვჭირდებოდეს კანონი, რომელსაც მხოლოდ ნეგატიური ეფექტი ექნება"- აცხადეს დეგნანი.