ნედ პრაისი ადამიანი არ არის და ტყუილს ვერ იტყვის? - მდინარაძე "ხალხის ძალას" იცავს
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მმართველი ძალა "ხალხის ძალის" კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის აზრს იმ პირობით გაითვალისწინებს, თუ არგუმენტი "ჰაერიდან მოტანილი" არ იქნება.
ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ კანონპროექტი "რუსული" არ არის და ამის მთქმელი ძალიან ცუდ ტყუილს ამბობს.
ამ განცხადებით მმართველი პარტიის ლიდერმა აშშ-ს საელმწიფოს დეპარტამენტის პრესსპიკერს უპასუხა, რომელიც აღნიშნავს, რომ "ხალხის ძალის" კნაონპროექტი რუსულია.
ვენეციის კომისია რაღაცას დაწერს, ხომ? ეს რაღაცა იქნება ან არგუმენტირებული ან ჰაერიდან მოტანილი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ გავითვალისწინოთ, იმიტომ, რომ თუ არა "თეთრი შავზე დაიწერა" და ასეთი საოცრება მოხდა, ხომ მოხდა ასეთი საოცრებები? მაგალითად, "თეთრი შავზე" დაიწერა ევროპარლამენტის 500 დეპუტატის მონაწილეობით. ეს ხომ გვქონდა? ახლა, ასეთი აბსურდული შემთხვევა თუ იქნა, მაშინ, კი, ბატონო, ეს დათქმა ასე იქნება, მაგრამ ჩემთვის პირადად, მთლად წარმოუდგენელი შეიძლება არ იყოს, მაგრამ არ მაქვს ასეთი მოლოდინ, რომ თეთრი შავზე იურიდიული დაკსვნის სახით დაიწეროს. ნედ პრაისიც იტყუება? ისე გაოცებულები ლაპარაკობთ, თითქოს ნედ პრაისი ადამიანი არ იყოს და არ შეეძლოს ტყუილის თქმა. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა შევთანხმდეთ, რომ ტყუილს, ვინც არ უნდა იყოს, თუ იტყვის, ჩვენ უნდა გავბედოთ და ვთქვათ, რომ ეს არის ტყუილი. ვინც არ უნდა იყოს, თუ იტყვის იმ ტყუილს, რომელიც ითქვა ბევრჯერ, რომ ის კანონი, რომელიც "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა არის რუსული, არის უბრალოდ ტყუილი კი არა, ძალიან ცუდი ტყუილი, - ამბობს მდინარაძე.