მკაცრი პროტესტის დროა! - ხაზარაძე რუსული კანონის წინააღმდეგ

27.02.23 15:32
მკაცრი პროტესტის დროა! - ხაზარაძე რუსული კანონის წინააღმდეგ

რუსული კანონი ცხადყოფს, რომ "ოცნება" ევროპა არ სჭირდება, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძე საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს და წერს, რომ ახლა სწორედ მკაცრი პროტესტის დროა. 

ეს რუსული კანონი “კუდიანებზე" ნადირობას ჰგავს. ეს არის პირდაპირი განცხადება, რომ "ქართულ ოცნებას" ევროპა არ სჭირდება და ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველ ხალხს წაართვას ეს ისტორიული შესაძლებლობა. 
დღეს გაერთიანებისა და მკაცრი პროტესტის დროა! უმოქმედობა დაუშვებელია, არ მივცეთ "ქართულ ოცნებას" საშუალება, წაართვას ჩვენს შვილებს მომავალი!, - წერს ხაზარაძე.