ე.წ. აგენტების კანონის განხილვა კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით ხდება - გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ხალხის ძალის მიერ ინიცირებული ე.წ. აგენტების კანონის განხილვა "კულისებში დამალული ივანიშვილი" დაკვეთით ხდება.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, მიზანია ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა წაართვან.
ე.წ. აგენტების კანონის განხილვა, რასაც კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით ასრულებს ქართული ოცნება, წარმოადგენს მოღალატეობრივ მცდელობას, საქართველოს წაართვან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა და ამავე დროს, შეინარჩუნონ ძალაუფლება. პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა საქართველომ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი"- წერს "ტვიტერზე" გიორგი გახარია.