რუსეთთან ერთად შეგვიძლია, ვაწარმოოთ იარაღი და 57 ქვეყანაში გავყიდოთ - ლუკაშენკო

27.02.23 16:32
რუსეთთან ერთად შეგვიძლია, ვაწარმოოთ იარაღი და 57 ქვეყანაში გავყიდოთ - ლუკაშენკო

ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, სანქციების მიუხედავად, ბელარუსს შეუძლია, იარაღი 57 ქვეყანაში გაყოდოს.

რაც ჩვენ გვჭირდება, ვგულისხმობ იარაღს, რკინა, შეგვიძლია მარტივად მივიღოთ რუსეთისგან. რაც შეეხება მიკროელექტრონიკას, ოპტოელექტრონიკას, ოპტიკას და სხვა საკითხებს, მადლობა მათ, ვინც შეინარჩუნა წარმოება, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ საბჭოთა კავშირისგან. ამგვარად, რუსეთთან ერთად ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ ნებისმიერი ტიპის იარაღი. საშუალება გავქს, ეს პროდუქცია 57 ქვეყანაში გავიტანოთ" - ამბობს ლუკაშენკო.