"ოცნება" ღიად უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორებს და დემოკრატიულ კურსს" - მიხეილ ჯანელიძე

27.02.23 17:32
"ოცნება" ღიად უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორებს და დემოკრატიულ კურსს" - მიხეილ ჯანელიძე

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი "ქართულ ოცნებას" ღიად უპირისპირდება. მიხეილ ჯანელიძე პირდაპირ წერს, რომ მმართველი პარტია ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს ღიად უპირისპირდება. 

ყოფილი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ კურსს უპირისპირდება. 

როგორც დღეს "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, ის აპირებს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, მიიღოს ორი კანონპროექტი, რომლებიც უკავშირდება ე.წ. უცხოელ აგენტებს. როგორც თვითონვე განმარტეს, ეს გულისხმობს პრინციპების დონეზე კანონპროექტის მიღებას/დაშვებას. ნებისმიერ კანონში, მთავარია მიზანი, თუ რას ემსახურება და რა კონტექსტში ხდება მისი მიღება/აღსრულება. თუ შევხედავთ მიზანს და კონტექსტს, ცალსახაა, რომ ქართული ოცნება ღიად უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ კურსს, - წერს ჯანელიძე.